Sunday, March 27, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. პროექტით სწავლების დროს სამუშაოს დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების შეფასებების ობიექტური და მრავალფეროვანი მეთოდებისა და ინსტრუმენტების ორგანიზებულად შექმნა დამეხმარება პროექტის მონაწილეთა მოტივირებაში. საავტორო უფლებების საკითხები, ვიდეოპორტალ იუთუბის მასალების ბლოგზე განთავსების შესწავლა მომცემს შესაძლებლობას, რომ გავამრავალფეროვნო ჩემი ბლოგი და დავაინტერესო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკითა და რესურსებით დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანნი არიან ჩემს კოლეგებს, მოსწავლეებსა და სოციალური ქსელის მეგობრებს შორის. ამაში დამეხმარება ბლოგის ორიგინალური დიზაინით გაფორმებაც, რასაც ასევე დრევანდელი ტრენინგ-მოდულის თემატიკა ითვალისწინებდა.
Saturday, March 26, 2016
ტრენინგის მესამე დღე
სამუშაო ნაყოფიერი იყო, ვინაიდან პროექტით სწავლების მიზნებისა და შედეგების ახლებურად და სისტემურად გააზრებას შეუწყო ხელი. მიმართულების მიმცემი კითხვებისა და ესგ-ით მისაღწევი ინდიკატორების ზუსტად გაწერა წარმატებული და ეფექტური პროექტის გარანტიაა. მასწავლებელი შეძლებს წინასწარ ზუსტად განსაზღვროს მოსწავლეთა აქტივობების მიმართულებები და სავარაუდო (მოსალოდნელი) შედეგები.
განახლებული ბლუმის ტაქსონიმიის აქტივობების გამომხატველი ზმნები დამეხმარება, რომ მრავალი კრიტერიუმით მივადევნო თვალი მოსწავლის სააზროვნო დონეებსა და მისი აქტივობების მიმდინარე პროცესებს. ვფიქრობ, გონებრივი იერიშის კითხვების ფორმირების სავარჯიშო მნიშვნელოვან გამოცდილებას შემატებს პროექტებით სწავლებისას ჩემს საქმიანობას.

Sunday, March 20, 2016
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო პროექტებით სწავლების ეტაპების გასააზრებლად. პროექტის შაბლონის, ჩეკ-ლისტის და გარკვეული მიზნობრივი ჯგუფისთვის მოსამზადებელი ბუკლეტის შექმნა არის კონკრეტული აქტივობები, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება პროექტის რეალიზაციის გზაზე. გავიაზრე, რომ პროექტის ორგანიზება შესაძლებელია მრავალფეროვანი მეთოდებით, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციების ამაღლებასა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში დამეხმარება. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამისად წარვმართოთ საგაკვეთილო და ზოგადად სასწავლო პროცესი, რაც თანამედროვე პედაგოგიკის აუცილებელი მოთხოვნაა.
Saturday, March 19, 2016
ტრენინგის პირველი დღე
ინტელის ისტ ტრენინგის პირველი დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვინაიდან ონლაინ- სახელმძღვანელო, რომელიც შემოგვთავაზეს, დამეხმარება სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლების მიმდინარეობისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩართვაში.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა მოსწავლეებისთვის მათ გააზრებინებს საკუთარი სასწავლო აქტივობების მიზნებს, შედეგებს, თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვის მნიშვნელობას, აუმაღლებს თვითკონტროლს და ობიექტურ თვითშეფასებას.
პროექტებით სწავლების ჩეკ-ლისტი და შაბლონი დამეხმარება, რომ სისტემატიზებული ფორმით, ორგანიზებულად წარვმართო მუშაობა, არ გამომრჩეს პროექტის მიმდინარეობის საფეხურები და ვაკონტროლო აქტივობების მიზნობრიობა.
ახალი ბლოგი, რომელიც ინტელის ტრენინგის პროექტებით სწავლების მოდულების პრეზენტაცია იქნება, მომცემს საშუალებას, რომ ჩემ მიერ შექმნილი პროდუქტები ორგანიზებულად მქონდეს თავმოყრილი და ამავე დროს უკუკავშირისთვის გავუზიარო მოსწავლეებსა და კოლეგებს.

Subscribe to:
Posts (Atom)