Sunday, March 27, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. პროექტით სწავლების დროს სამუშაოს დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების შეფასებების ობიექტური და მრავალფეროვანი მეთოდებისა და ინსტრუმენტების ორგანიზებულად შექმნა დამეხმარება პროექტის მონაწილეთა მოტივირებაში. საავტორო უფლებების საკითხები, ვიდეოპორტალ იუთუბის მასალების ბლოგზე განთავსების შესწავლა მომცემს შესაძლებლობას, რომ გავამრავალფეროვნო ჩემი ბლოგი და დავაინტერესო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკითა და რესურსებით დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანნი არიან ჩემს კოლეგებს, მოსწავლეებსა და სოციალური ქსელის მეგობრებს შორის. ამაში დამეხმარება ბლოგის ორიგინალური დიზაინით გაფორმებაც, რასაც ასევე დრევანდელი ტრენინგ-მოდულის თემატიკა ითვალისწინებდა.

4 comments:

  1. გეთანხმები ,მართლაც ნაყოფიერი დრო იყო ...

    ReplyDelete
  2. გეთანხმები ,მართლაც ნაყოფიერი დრო იყო ...

    ReplyDelete
  3. გისურვებთ წარმატებებს...

    ReplyDelete
  4. გისურვებთ წარმატებებს...

    ReplyDelete